განცხადების ავტორების თქმით, იმ ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთა განხორციელების ბოლო ვადად მიმდინარე წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, საერთოდ არ შესრულებულა.
„ის გარემოება რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადება ვერ შეძლო, ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა",- ნათქვამია განცხადებაში.
"აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობა ილუზორული და ზედაპირული პროცესის შექმნას და პროექტთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემების გადაფარვას ისახავს მიზნად" - წერია მიმართვაში.