პრაიდის რამდენიმე მოწინააღმდეგე პოლიციამ დააკავა – ისინი მდუმარე აქციის მონაწილეებს ქვებს ესვრიან, ისმის ასაფეთქებლების ხმაც
ტერიტორიაზე სამართალდამცველების დამატებითი მობილიზება მოხდა. ტერიტორიაზე განთავსებულია რკინის ბარიკადები.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების დამატებითი მობილიზება მოხდა. ტერიტორიაზე განთავსებულია რკინის ბარიკადები.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ძალები მიიყვანეს.
ქაშუეთის ეკლესიასთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, თუმცა პოლიცია მათ რუსთაველის გამზირზე გადასვლის უფლებას არ აძლევს.
ჟურნალისტები თბილისში მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვენ.
რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისში განვითარებული მოვლენები მდუმარე აქციით გააპროტესტეს.