ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი განაგრძობს აგრესიულ რიტორიკასა და აგრესიულ ქმედებებს და შექმნილი ვითარების გადაჭრის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ყველა წინადადებას უგულებელყოფს.
ინციდენტის წამოწყებაში მხარეები ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროების ცნობით, კონფლიქტი 19 ივლისის საღამოს განახლდა.