„ალექსანდრე სამხარაძე სუს-ში მუშაობდა. როცა თანამდებობა დატოვა, საშტატო იარაღი ჩააბარა, თუმცა საბრძოლო ვაზნები სახლში დარჩა, რაც მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა“ - აცხადებს ადვოკატი.
„იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, „ენჯეოებს“, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში.“– აღნიშნავს გოგაშვილი.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში“ - აცხადებენ პროკურატურაში.