LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილი

ადვოკატი: გოგაშვილის დაცვის უფროსი ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელის

„ალექსანდრე სამხარაძე სუს-ში მუშაობდა. როცა თანამდებობა დატოვა, საშტატო იარაღი ჩააბარა, თუმცა საბრძოლო ვაზნები სახლში დარჩა, რაც მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა“ - აცხადებს ადვოკატი.

„გრიგოლ ლილუაშვილს ფოტოსესიის დღე აქვს“ – გოგაშვილის სახლში გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ

„4 ექსპერტია და სუსის ორი თანამშრომელი. უნდა დაათვალიერონ სახლი, აზომვა განახორციელონ და ფოტოები გადაუღონ“ - ამბობს სოსო გოგაშვილის შვილი.

გოგაშვილი: პირადი ცხოვრების კადრების საქმე გახსნილი და გამოძიებულია, შოთაძეს თაროზე უდევს – ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ

„იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, „ენჯეოებს“, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი ოცნების დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუსში.“– აღნიშნავს გოგაშვილი.

გამოიკითხება თუ არა გომელაური გოგაშვილის საქმეზე – რას ამბობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

„თუკი რომელიმე პირის გამოკითხვის საჭიროება დადგება, აუცილებლად გამოიკითხება,“- განაცხადა კაციტაძემ.

სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში“ - აცხადებენ პროკურატურაში.