"საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ" - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
"როდესაც ელჩი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია, ეს ისეთივე არაფრის მთქმელია, როგორც მისივე განცხადება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილს „საკმაოდ დიდი ხანია“ არ შეხვედრია" - აღნიშნულია მიმართვაში.
ბიძინა ივანიშვილის წერილიდან, ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანიც იქნება, საჯარო პოლიტიკაში ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, - თქვა სოზარ სუბარმა.