სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ, - ამის შესახებ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ დაკავებულ პირთა ადვოკატებმა განაცხადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს