LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სროლა საგარეჯოში

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

დამნაშავე ყოფილი სამხედროა, ამავე კორპუსში მცხოვრები 49 წლის ნოდარ ათუაშვილი. რომელმაც სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. 

„როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“ – ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს“ – გიორგი კეკელიძე

მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საგარეჯოში მომხდარ თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც თავდამსხმელის ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს, „მახინჯი სტერეოტიპებითა და საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი“.

როგორია საგარეჯოში დაჭრილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა

სროლის შედეგად დაშავებული გოგონა, თბილისში კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადმოყვანილი. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკაში დაუდასტურეს.

პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგარეჯოში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს