გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა.
სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებდა, რომ მოქალაქე გადარჩენის მიზნით, სიმაღლეზე მას შემდეგ ავიდა, რაც მანქანა წყალმა გასტაცა.