აღნიშნულით მინისტრი გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავასა და ზურაბ ბერძენიშვილის სარჩელთან დაკავშირებით.
საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს – ძალადობრივი ჯგუფების მიერ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე A and B v. Georgia გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.