LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლო

„გახარია საქართველოსთვის“ – „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება პოლიტიკური დევნაა, ეს გადაწყვეტილება რეალური დამნაშავეების განაჩენია“

„ეს საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და დადგება რეალური დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი“ - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ზარქუა: „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია და განვითარების სწორ გზაზე დგას“

„კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს" - ამბობს ირაკლი ზარქუა.

იუსტიციის სამინისტრო: „სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა“

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიცია შესაბამის მტკიცებულებებთან ერთად და საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი“ - წერია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტრო – „ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“

„სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი“