პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.
საპილოტე პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება იმერეთის და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
„გთხოვთ, იხილოთ ორი ვიდეომასალა: პირველზე - ძაღლი ოპერაციის შემდგომ პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება (ამ ვიდეომასალით ძაღლს მკვდრად წარმოაჩენენ), მეორეზე- იმავე ადგილზე გადაღებული ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია იგივე ძაღლი, პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელ მდგომარეობაში .