„სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ბინძურ ბრალდებებს, მაგრამ ეს არანაირად ამართლებს თამარის რეაქციას. მან მალევე მოუბოდიშა საზოგადოებას“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელიც რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.