ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ
მისი განცხადებით, გასულ წელს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი, ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა იყო განხორციელებული და ამ პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე, 90-ამდე ბავშვმა მიიღო სერვისი უცხოეთში.
ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა