კოვიდის შინ სამკურნალოდ ოჯახის ექიმებმა გადამზადება გაიარეს და ამიერიდან ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, თავისი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს.
„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ მთელს მსოფლიოში ცნობილია, რომ გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა დადგეს ასეთი რამ, განსაკუთრებით, არავაქცინირებულ პირებში“, - თქვა გაბუნიამ.