მოქალაქეებისთვის რჩევა იქნება ის, რომ თუ არის ადრეული ეტაპი, შეიძლება მაშინვე არ მიმართონ ტესტის გაკეთებას, დარჩნენ სახლში, იზოლაციაში და მე-2, მე-3 დღეს ჩაიტარონ ტესტი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იზოლაცია-კარანტინის ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სიტუაცია საკმაოდ რთულია და ამ პირობებში, ვაქცინაცია არის ხსნა, ამასთან, ვაქცინაციის პროგრამა წამახალისებელი მექანიზმებით კვლავაც გაგრძელდება.