"ბევრმა ქვეყანამ გადახედა ინტერვალს და შეამცირა ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 5 თვემდე, ზოგიერთ შემთხვევაში 6 თვიდან 4 თვემდე. "სინოფარმისა" და "სინოვაკის" შემთხვევაში ეს არის 3 თვე" - ამბობს გაბუნია.
"მაგრამ ეს მაჩვენებელი ჯერჯერობით მაინც რჩება საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 35-37 %-ზე, რაც, რა თქმა უნდა, მცირეა და მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს" - განაცხადა გაბუნიამ.