მხარს ვუჭერთ მსახიობ თამარ მაყაშვილს და სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ მის კოლეგებს. დღეს ერთი მსახიობის უფლებების დარღვევა იმოქმედებს ზოგადად კულტურის სფეროში დასაქმებულთა უფლებებზე!“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება, ბათუმის თეატრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მსახიობი მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა, ჟორჟოლიანის თქმით, „როცა თეატრი ნუკრი ქანთარიას ხელშია, ჩამოხრჩობა და დახვრეტა უფრო ლოგიკური განაჩენია“.
ჟურნალისტ ედო ჯავახაძის პოსტს სოციალურ ქსელში, რომელიც წერს, რომ მსახიობ თამარ მაყაშვილთან დაკავშირებით მომზადებული ვიდეოს გამო, „დანაშაულის გრძნობა აწუხებს“, თავად თამარ მაყაშვილი ეხმიანება.