"პ.ს. ადამიანი ბოდიშს იხდიდეს და ამის მიუხედავად მის მიმართ ასეთი მიუტევებლობა და სიძულვილი გახრჩობდეს, აი ესაა სწორედ არაადამიანობა..", - წერს ანდრია გველესიანი.
ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას, რომელმაც მსახიობი თამარ მაყაშვილი მის მიერ გაკეთებული დისკრიმინაციული განცხადების გამო სპექტაკლიდან მოხსნა, ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„თამარ მაყაშვილის როლიდან მოხსნით, მისი საზოგადოებისთვის ნათქვამი ბოდიში არაფრად მივიჩნიეთ და ისევ გარედან მოხვეული სასჯელის პოლიტიკა ავირჩიეთ“ - წერს უფლებადამცველი.
„ასეთი ანგელოზები საიდან დაიბადეთ?? როგორც ვატყობ, ისეთი სუფთა ენები და სულები გაქვთ, რომ ჯოჯოხეთში მარტო მე და თამრიკო მოვხვდებით“ - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.