არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ადვოკატმა მოინახულა.
თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით და ის ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე.