თამარ შავგულიძის ფილმს ორი ქალის სიყვარულის ამბავზე კინო „ამირანში“ 2 დეკემბერს აჩვენებენ 27 ნოემბერი, 2019 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება თამარ შავგულიძის ფილმის „კომეტები“ ჩვენება. ჩვენების შემდეგ, მაყურებელს საშუალება ექნება, გაესაუბროს რეჟისორს. ფილმი მონაწილეობს ეროვნულ კონკურსში.