ალიანსი მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ შეწყვიტოს ყოველგვარი კომუნიკაცია თამბაქოს ინდუსტრიასთან და არ გაითვალისწინოს ინდუსტრიის არანაირი წინადადება, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას.
ვიმედოვნებთ, მომავალი წლის 29 მარტისთვის, მთავრობა გამოწვევად დაისახავს, მოიშოროს თამბაქოს ინდუსტრიისგან მართვადის იარლიყი და პირველ რიგში, პარლამენტთან ერთად თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფას შეეცდება.