პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოსთან ფეხსაცმელები მიიტანეს და საპროტესტო „აქცია-პერფომანსი“ გამართეს - „ნუ გაუძვირებთ, ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მგზავრობას“.
ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ მოუწოდებს თბილისის მთავრობას და საკრებულოს, რომ ინიციატივა განიხილონ კომპეტენტური პირების და საზოგადოების ფართო ფენების მონაწილეობით, იმისათვის, რომ თბილისელებს არ ჰქონდეთ არანაირი კითხვა და პრობლემა ახალი ტარიფების შესახებ.