კარიერის განმავლობაში, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
ტატო გრიგალაშვილი, დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტატამზე მოქმედი ჩემპიონის რანგში გავიდა და ტიტული დაიცვა.
ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.
22 წლის ტატო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.