„თქვენ ფიქრობთ, მე მეშინია ვთქვა, რომ რუსეთი მტერია? - ვთქვი, რომ ოკუპანტია, მეტი ვთქვი და ჩემი პასუხიც განვმარტე, ოკუპანტი არის მტერიც“ - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.
გასულ ღამეს, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც მედვედევი რუსეთის საზღვრების აღდგენაზე და მეზობელ ქვეყნებზე საუბრობს. სტატუსი 10 წუთში წაიშალა, თანაშემწის განცხადებით, მედვედევს გვერდი გაუტეხეს.