ჯუანშერ ბურჭულაძემ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ გამოვლენილი დარღვევები, ძირითადად 2012 წლამდე პერიოდს ეხება.
„2012 წლიდან, ბატონი პრემიერი იყო პრემიერი, როდესაც მივაღწიეთ უმაღლეს ნიშნულს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის. ეს ურთიერთობა გრძელდება დღესაც,“ – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.