„აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა - ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
„TV პირველის“ ინფორმაციით, ჟურნალისტს გაუსწორდა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობდა 14 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაში, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს. ტელეკომპანიის ცნობით, მასთან ჩასაწერად მისულ ჟურნალისტს ტექნიკა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.