LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » თავდასხმა საგარეჯოში

თავდასხმა საგარეჯოში

ფოტო: საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

ვაზისუბანში, საგარეჯოში დაღუპული პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი სროლის დროს მოქალაქეს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა.

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, გიორგის დამსახურებაა, დიდი ალბათობით, სისხლისგან დავიცლებოდი..“ – საგარეჯოში დაჭრილი პირი და მოქალაქე, რომელმაც 3 ადამიანი გადაარჩინა, ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსნებენ

„გზაში მიმავალს მაინტერესებდა, სად იყო ჩემი მეგობარი პოლიციელი, ვიცოდი, იმ საღამოს სმენაში იყო, უკვე საავადმყოფოს ეზოში ვიყავი შესული.. ვერც მიპასუხებდა, აღარ იყო ცხონებული ცოცხალი“ - იხსენებს გიორგი არიშვილი, რომელმაც დაჭრილები გამოიყვანა.