დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საავტომობილო გზებზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება თბილისი–სენაკი–ლესელიძის და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გარკვეულ მონაკვეთებზე.