"ბოტანიკური ბაღი რჩება რეკრეაციული ტერიტორიის ფარგლებში.ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც გამორიცხავს მის გასხვისებას და გარდა ლანდშაპტური მშენებლობისა, მასში სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას“
თბილისის საკრებულო დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს 15 მარტს დაამტკიცებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა განაცხადა.