კალაძის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.
მერი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ „სარეაბილიტაციო სამუშაოები ზაფხულში უნდა დაწყებულიყო“ და თქვა, რომ ეს „პოლიტიკური სპეკულაციაა“.
როგორც მერმა აღნიშნა, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, ტაქსის მძღოლები რ დაჯარიმდებიან.