კალაძის თქმით, 2022 წელს დაინერგა საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის სრულყოფილი სისტემა, რის შედეგადაც, მიკროავტობუსები, მეტრო და ავტობუსები ერთიან სისტემაში მოექცა.
„საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას, მათი მხრიდან მხარდაჭერა არასდროს ჰქონია. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით?“ - ამბობს თბილისის მერი.