ადვოკატის განცხადებითვე, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ორივე ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.
„დღეს პროკურატურაში საჩივარს შევიტანთ არა მარტო „ვივა მედთან“, არამედ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით იმ გაყალბებულ ოქმებზე, არაადეკვატურ მკურნალობასა და დარღვევებზე, რომელიც ამ კლინიკამ და პენიტენციურმა სამსახურმა დაუშვა“ - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.