როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, თინათინ მაჭარაშვილმა განაცხადა, კვოტების დადგენა არის სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტების მართვისთვის რბილი ძალის გამოყენება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტონომიას არღვევს.
კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში არ განიხილება პირველი და მეორე კორპუსების საკითხი, რადგან ეს შენობები თსუ-ს იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო დადგენილება, რომელიც მთავრობის მიერ ინიცირებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლო გაერთიანებას ეხმაურება.
მიგვაჩნია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 4 თებერვლის ოქმშია საუბარი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტში - „პასუხისმგებლიანი და მაღალი გავლენის მქონე უნივერსიტეტები საქართველოში, როგორც მდგრადი განვითარებისა და მეწარმეობის კატალიზატორები“( RiHEI).