18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ პროკურატურა დროულად დაასრულებს ცალკე გამოყოფილი საქმის სისრულეში მოყვანას. მისივე თქმით, „ახალგაზრდები მონობისგან უნდა იხსნან და ეს მხოლოდ კანონის აღსრულებით მოხდება“.