თეა დარჩია: „ჩემზე ვრცელდება გაუგონარი ჭორები, რომ რუსთაველზე ცეკვისთვის 100 000 და 50 000 ლარი ავიღე, გრცხვენოდეთ და გტანჯავდეთ ცილისწამება, რომელსაც ასე უნამუსოდ და თან დარწმუნებით ავრცელებთ“
„ღმერთმა იცის, რომ კაპიკი არ ამიღია უკანონოდ დაკავებულების და უდანაშაულო ბავშვების გასათავისუფლებელ აქციებზე, ჩემი ცეკვით გამოხატულ პროტესტში!“ - წერს ქორეოგრაფი სოციალურ ქსელში.
