„დედა თვალებში მიყურებდა, მანქანა რომ ეჯახებოდა. ერთი „დედას“ დაძახება მოვასწარი და ჩემ თვალწინ მისრისა ქალი… ფეხის ამპუტაციას ვერ გადავურჩით“ – „ბოლო ზარზე“ ავარიის დროს დაშავებული ქალის შვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს
№159 საჯარო სკოლის წინ, უკვე სკოლადამთავრებული 19 წლის ახალგაზრდის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი თეა გიორგაძეს დაეჯახა. ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მძიმე დაზიანების გამო მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.
