„მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანის შესახებ, თუმცა არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება პარტიის თავმჯდომარე ყოფილ ელჩზე საუბრობდეს.“– განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ელჩმა თანამდებობა უწყებასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე დატოვა, ამის მიზეზი კი მისი საქმიანობის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილება გახდა.
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ფუნქციის შესრულება მომიწევდა მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში, რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან.“– წერს თეა კატუკია განცხადებაში.