საქართველო კულტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის ისეთი სისტემაა შექმნილი, რომელიც რყევებს უძლებს და მდგრადია, ამიტომ ეროვნულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება.
„სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა. თუ რას ნიშნავს ღამურა, ამის გასაგებად მას მოუწვეს, ქართულ ლიტერატურას, ჩვენი ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს" - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირიდან, საყოველთაო სახალხო შეკრებიდან ჩართვისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.