LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი

„სამარცხვინოა და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს – მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს მშვიდად ეძინოს“ – წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე

„არ ვიცი, ბატონი კასიანოვი რომელ ასაკობრივ ჯგუფს, რომელ თაობას განეკუთვნება, რომელ პერიოდში და სად გაიზარდა, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო, მაგრამ მისთვის საინტერესო და სავალდებულოდ საინტერესოა, რა არის საქართველოს უახლესი ისტორია.“

კრიმინალია და უნდა მოიხადოს სასჯელი, ამას ვერ უშველის ვერაფერი, ვერც სიების შედგენა, ვერც ექთნებისა და ექიმებისადმი მუქარა, რომ მომავალში მათ ციხეში ამოალპობენ – წულუკიანი სააკაშვილზე

„მათ ვერავინ ამოალპობს ციხეში, რადგან მიშა სააკაშვილს, მელიებს, ხაბეიშვილებს და სხვებს ხელისუფლებაში დაბრუნება საქართველოში არ უწერიათ“

წულუკიანი ხაბეიშვილზე: გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშას, უპასუხისმგებლო განცხადებაა, რომელსაც განხორციელება არ უწერია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

თეა წულუკიანი: „ნაციონალური მოძრაობა” ღრმა კრიზისშია

„დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე, ვინ იქნება გენმდივანი, რადგან ეს პოლიტიკური ძალა არც მორალურად და არც ფიზიკურად ჩვენთვის, ჩვენს თვალში უკვე პრაქტიკულად აღარ არსებობს“

სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ – თეა წულუკიანი მაჩალიკაშვილის საქმეზე

„ევროპულმა სასამართლომ დაასრულა მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე, რომ სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ"