აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სხდომაზე გამოკითხვაზე მისულ ვალერი შოშიაშვილს, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გამოსძალა თანხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესის კეთების სანაცვლოდ.
„ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება“ - თქვა თეა წულუკიანმა.