განცხადება ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა გერმანელი დიპლომატის, პიტერ ფიშერის მისამართით გააკეთა.
აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სხდომაზე გამოკითხვაზე მისულ ვალერი შოშიაშვილს, რომელმაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გამოსძალა თანხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიზნესის კეთების სანაცვლოდ.
„ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება“ - თქვა თეა წულუკიანმა.