ზაფხული დასვენებისა და მოგზაურობის აქტიური სეზონია. ადამიანების უმრავლესობა სწორედ ამ დროს ატარებს შვებულების დიდ ნაწილს, მიემგზავრება ახალი ადგილების აღმოსაჩენად ან ნაცნობი, მაგრამ საყვარელი ლოკაციების სანახავად.
ზაფხულის დადგომასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც შეცვლას საჭიროებს - საბურავია, რადგან ავტომობილის უსაფრთხოება მეტწილად მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული.