“არ მივცემ შესაძლებლობას არავის… ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნანატრი მშვიდობა საფრთხის წინაშე არ დადგეს” – “ოცნებას” თელავის საკრებულოს წევრიც ტოვებს
"ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპრის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული" - წერს კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.
