პოლიტოლოგის მოსაზრებით, თუ ვინმეს სამართლიანობის აღდგენა უნდოდა, სწორი იქნებოდა თავიდანვე რეალური კანონიერი მფლობელების, დვალი-აქიმიძის უფლებებში აღდგენა.
„აქ სხედან სხვა ადამიანები ბრალდებულის სკამზე, რომლებიც რეალურად, სლენგით რომ ვთქვა, არიან „პრიკუპში“ მოყოლილები, იმიტომ, რომ ჩემთვის ბრალის წარდგენა მათ გარეშე არ გამოვიდა.“– მიმართა გვარამიამ მოსამართლეს.