კალაძემ აღნიშნა, რომ დაწყებულია თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია, ასევე არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი.
22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა. აშენდება კაფე, მედიათეკა და ბელვედერი.
მოეწყობა ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე და ურბანული მეურნეობის ზონა.