საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია – უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე: თენგიზ ცერცვაძე
ცერცვაძე ყველა COVID კლინიკას და COVID-19-ით ინფიცირებულ ყველა პაციენტს ურჩევს, რომ პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი.
