ამ წუთებში ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს თენგიზ ცერცვაძის სახელი მიენიჭება.
„უდიდესი დანაკლისი განიცადა სამედიცინო საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ - 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე“ - ამის შესახებ განცხადებას ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს.