სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის წევრი: რადგან სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აქვს, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველაზე მეტად გლდანში მიიღო, იქ გადაყვანას მხარს არ ვუჭერთ
„პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. რჩება გარკვეული პათოლოგია, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, გამოხატულია ანემია, მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული აშლილობა - რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესია და პოსტტრავმული-სტრესული აშლილობაც,“ - განაცხადა ნევროლოგმა.
