“გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
"დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას. "
"დღის 12 საათზე, ამერიკის საელჩოსთან ჩატარდება აქცია, სადაც მოვითხოვთ გამოძიებაში უშუალოდ FBI-ს ჩართვას. "
თეონა თამაზაშვილი "ფორტუნასთან" საუბარში ასევე ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან შეხვედრის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია.
"უშუალოდ მისგან მინდა გავიგო რას მეტყვის".
საუბარია გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება.
"ბოლოს სახლიდან რომ გავიდა, მეზობელმა ნახა, ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, ისე ლამაზად გამოიყურებოდაო..."